საქართველოს მთავრობის განკარგულება №833

საქართველოს მთავრობის განკარგულება №833
28 დეკემბერი, 2007

გზების რეაბილიტაციის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამ­ტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკი­ცებული დებულების მე-74 მუხლის საფუძველზე გზების რეა­ბილიტაციის გადაუ­დებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ინერტული მასალის მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღი­სეულის მოპოვების ლი­ცენზიისაგან 3 (სამი) თვის ვადით გათავისუფლდნენ შემ­დეგი პი­რე­ბ­ი:

ა) შპს ,,თავადი I", ინდმეწარმე ,,ზურაბ რაფავა", ინდმე­წარმე ,,ვახტანგ შონია", ინდმეწარმე ,,ამირან ლაგვილავა" მდი­ნა­რეების ჯუმის, ენგურის, ჩხოუშიას, ჭალისწყლის, ყული­შკარისა და რუხისწყლის კალაპოტებიდან 3000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;

ბ) შპს ,,მარტვილავტოგზა":
ბ.ა) მდინარე ცხენისწყლიდან (სოფ. ლეხაინდრაო) - 1200 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ბ.ბ) მდინარე ნოღელას კალაპოტიდან (ქ. მარტვილი, ქვა­ითის უბანი) - 600 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ბ.გ) მდინარე აბაშის კალაპოტიდან (ქ. მარტვილის სოფ. ბიბოთი) - 1200 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ბ.დ) მდინარე ტეხურას კალაპოტიდან (სოფ. დიდი ჭყონი) - 800 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ბ.ე) მდინარე აბაშიდან (სოფ. ბანძის ხიდთან) - 1800 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;

გ) შპს ,,ავტობანი" - მდინარე აბაშიდან (სოფ. ბალდა) 1800 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;

დ) შპს ,,ჩხაია" - მდინარე მუნჩიის კალაპოტიდან - 5000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;

ე) შპს ,,შარაგზამშენი პირველი":
ე.ა) მდინარე ჭანისწყლის კალაპოტიდან - 2500 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;
ე.ბ) მდინარე ხობის წყლის კალაპოტიდან - 2500 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;

ვ) შპს ,,კარიერი":
ვ.ა) მდინარე ჭანისწყლის კალაპოტიდან - 2500 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;
ვ.ბ) მდინარე ხობისწყლის კალაპოტიდან - 2500 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;

ზ) შპს ,,აბაშის საგზაო სამმართველო":
ზ.ა) მდინარე აბაშის კალაპოტიდან - 3000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ზ.ბ) მდინარე ცხენისწყლის კალაპოტიდან - 1000 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;

თ) შპს ,,ომარპღ" მდინარე ოჩხომურის, ხობისწყლის, ზა­ნას, შებესა და ჩეღალუს კალაპოტებიდან - 10 000 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) განკარგულების ძალაში შე­სვ­ლიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში უზრუნველყოს იმ ფარ­თობების X, Y კორდინატების განსაზღვრა, საიდანაც პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა განახორციელონ ინერტული მასალის მოპოვება.

3. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლე­ბა მიეცეთ ინერტული მასალის მოპოვება განახორ­ციე­ლონ სა­ქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სა­მინისტროს მიერ მე-2 პუნქტით გათვალის­წინებულ ღონის­ძიებათა განხორციელების შემდეგ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე