საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №815

საქართველოს მთავრობის განკარგულება №815
21 დეკემბერი, 2007

ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრომ (მ. მიმინოშვილი) გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში 2007 წლის 1 აგვისტოდან 2007 წლის 31 დეკემ­ბრამდე პერიოდისათვის უზრუნველყოს იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის N131 დადგენილებით დაექვემდებარნენ ადგილობრივ თვით­მმარ­თველობას და რომლებიც 2007 წლის 1 აგვისტომდე ფინანსდებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.

2. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 3 ივლისის N131 დადგენილების შესა­ბამისად მიიღოს ზომები ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხთა გადასაწყვეტად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე