საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №794

საქართველოს მთავრობის განკარგულება №794
17 დეკემბერი, 2007

,,ხრამჰესი 2"-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

,,ხრამჰესი 2"-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილი-ტაციის სამუშაოების დამთავრების მიზ­ნით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს N441 განკარგულებით გამოყოფილი საკრედიტო რესურსის უკმარი­სობიდან და, შესაბამისად, დამატებითი თანხის გამოყო­ფის აუცილებლობიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტრო­სათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან დამატებით საკრედიტო რესურსად გამოყოს 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარი და სსიპ - ენერგოგენერაციასთან გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს N441 განკარგულების შესაბამისად.

2. სსიპ - ენერგოგენერაციამ უზრუნველყოს ამ გან­კარგულებით გამოყოფილი თანხების შესაბამისი კომპანიებისა­თვის ანაზღაურება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს N441 განკარგულების შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჭიროების შემ­თხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადა­დებით შეიტანოს სათანადო ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე