საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №784

საქართველოს მთავრობის განკარგულება №784
17 დეკემბერი, 2007

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

,,საქართვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოები-სათვის დაწესებული ერთ­დრო­ული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერ­ვლის N22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბა­მისად საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოები­სათვის დაწე­სებული ერთდრო­ული ფულადი პრემიების გასაცემად ,,საქარ­­თველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესა­ხებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი­დან გამოიყოს 39 600 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსასი) ლარი, მათ შორის:

- N1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონო­მიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 9 000 (ცხრა ათასი) ლარი;

- N2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულ­ა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 5 400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარი;

- N3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფუ­ლა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 12 600 (თორმეტი ათას ექვსასი) ლარი;

- N4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 10 200 (ათი ათას ორასი) ლარი;

- N5 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულა­დი პრემიის გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

- N6 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

- N7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმ-წიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე