საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №778

საქართველოს მთავრობის განკარგულება №778
05 დეკემბერი, 2007

,,უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის N378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზო­გა­დი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ,,უმა-ღ­ლესი განათლებისა და მეც­ნიერების სექტორის ინფრა­სტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქ­მედო გეგმის შემმუშავებელი სამ­თავ­რობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრო­ბის 2007 წლის 27 ივლისის N378 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირ­ველი პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კა­ნო­­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების გაზრდის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით შეიქმნას უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემ­მუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლო­ბით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კო­მი­სიის თავმჯდომარე

მამუკა ახვლედიანი - ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), მერიის ადმინისტრაციის უფროსი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მი­ნის­­ტრი რეფორმების კოორდინა­ციის სა­კითხებში

კახა დამენია - საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­­თარების მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ჩიორა თაქთაქიშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იური­დიული დეპარტამენტის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

მაია მიმინოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ოთარ ნათიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა აკა­დემიის აკადემიკოსი მდივანი

პაპუნა პეტრიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის მოადგილე

თეიმურაზ სამადაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოად­გილე

გიორგი უგულავა - ქ. თბილისის მერი

შოთა ჭალაგანიძე - საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მეცნიერებათა აკადემიის პრე­ზიდენტის მოვალეობის შემსრუ­ლე­ბელი.";


ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,3. განკარგულების ძალაში შესვლიდან შვიდ თვეში კომისიამ საქართველოს მთავ-რობას წარუდგინოს ამ განკარგულებით გათვალისწინებულ წინადადებათა პაკეტი შესაბა-მისი სამართლებრივი აქტების პროექტებთან ერთად.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე