საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №762

საქართველოს მთავრობის განკარგულება №762
28 ნოემბერი, 2007

ვ. პეტრიაშვილის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის" 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლა­მენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკანონ­მდებლო ინიციატივით წარდგენილ ,,საქართველოს საგადა­სახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვაჟა პეტრიაშვილი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე