საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №759

საქართველოს მთავრობის განკარგულება №759
28 ნოემბერი, 2007

ი. ღვალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინი­ცია­ტივით წარდგენილ კანონპროექტებზე: ,,საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგული­რე­ბისა და საინჟინრო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,გეოდეზიური და კარტოგ­რა­ფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის სა­კო­მიტეტო და პლე­ნა­რულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშ­ნოს საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუ­ნებრივი რესურ­სების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ღვალაძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე