საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №758

საქართველოს მთავრობის განკარგულება №758
28 ნოემბერი, 2007

ი. ღვალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინი­ცია­ტივით წარდგენილ კანონპროექტზე ,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის სა­კო­მიტეტო და პლე­ნა­რულ სხდომებზე მომხსე­ნებლად დაინიშ­ნოს საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუ­ნებრივი რესურ­სების მინის­ტრის პირველი მოადგილე ირაკლი ღვალაძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე