საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №757

საქართველოს მთავრობის განკარგულება №757
28 ნოემბერი, 2007

ნ. ფრუიძის საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის" 156-ე მუხ­ლის მე-3 პუნქტის შესაბა-მისად საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველ­ყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შე­ტანის შესახებ", ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელ­მწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კა­ნონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში დამა­ტებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონების პროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლე­ნარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს სა­ქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე