საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №748

საქართველოს მთავრობის განკარგულება №748
28 ნოემბერი, 2007

,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მაისის N254 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა­თვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 24 მა­ისის N254 განკარგულებაში შეტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები და განკარგულებას დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,11. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ღო­ნის­ძიებებთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურე­ბისა და სა­ქონლის სახელმწიფო შესყიდვა განახორციე­ლოს საქა-რთველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქ­ვეუწყებო დაწესე-ბულებამ - ტურიზ­მისა და კურორტების დეპარტამენტმა.

12. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად გან­კარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ღო-ნისძიებათა შეზ­ღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე