საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №747

საქართველოს მთავრობის განკარგულება №747
28 ნოემბერი, 2007

დიდი ლიახვის სოფელ ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ელექტროენერგიით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

დიდი ლიახვის სოფელ ხეითში ცხინვალიდან დევნილე­ბისათვის 2007 წლის ოქტომ-ბერში აშენდა კომპაქტური დასახ­ლება (5 კოტეჯი 200 ოჯახზე), რომელსაც ელექტროე-ნერგია მიეწოდება ,,კეხვიჰესის" ქვესადგურიდან. არსებული 10 კვ ელექ­ტროგადამცემი ხაზი და ქვესადგურის სიმძლავრე ვერ უზრუნ­ველყოფს ზემოაღნიშნული დასახლები-სათვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მომარაგებას. პრობლემის გადაჭრისათვის საჭიროა აშენდეს ,,კეხვიჰესის" ქვესადგურიდან 4 კმ-მდე სი­გრძის 10 კვ ელექტროგადამ-ცემი ხაზი სოფ. ხეითამდე 10/0,4 კვ 1000 კვა სატრანსფორმატორო პუნქტით და ,,კეხ-ვიჰესში" არსებუ­ლი 35/10 კვ 1000 კვა სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორი შეიცვა-ლოს 35/10 კვ 2500 კვა სიმლავრის ძალოვანი ტრანსფორ­მატორით.
მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში ცხინვალის დე-ფაქ­ტო ხე­ლისუფლებამ ქარე-ლის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანს შეუწყვიტა ელექ­ტროენერგიის მიწოდება. ელექტროე-ნერგიის მიწოდების აღდ­გენა სოფელ დვანისათვის შესაძლებელია ქარელის რაი­ონიდან 3,5 კმ სი­გრძის 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზის აშე­ნებით.
აღნიშნულ სამუშაოთა საორიენტაციო ღირებულება შეად­გენს 350 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
შესაბამისად, დიდი ლიახვის სოფ. ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანის ელექტროენერგიით მომარაგების უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთგური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნე-ბების ფა­რგ­­ლებში უზრუნველყოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის გამოყოფა და სათანადო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განკარგუ-ლების პირველი პუნქტის უმოკლეს ვადებში შესასრულებლად სათა­ნადო სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება უზრუნველყოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სს ,,ენერგო-პრო ჯო­რ­ჯიასთან".

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუ-ნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად აშენებული ობიექტების განკარგვის კანონმდებ-ლობით გათვა­ლის­წინე­ბულ ღონის­ძიებათა განხორცი­ელე­ბა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე