საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №746

საქართველოს მთავრობის განკარგულება №746
28 ნოემბერი, 2007

დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

1. დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში შექმნილი მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო მოსახ­ლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულე-ბის ნაწი­ლობრივი კომპენსაციის მიზნით 2007 წლის 1 ნოემ­ბრი­დან 2008 წლის 31 დეკემ-ბრამდე, შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიისაგან წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, ანაზღაურდეს ყოველ აბონენტზე თვეში არა უმეტეს 120 კვტ/სთ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებუ­ლება.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით და ამ განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე სამინისტროსათვის 2008 წლისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგ-ლებში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძ­ველზე 2008 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალის-წინოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის დამატებით ასიგნებათა გამო­ყო­ფა განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხ-მარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის N54 განკარგულება.

5. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე