საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №745

საქართველოს მთავრობის განკარგულება №745
28 ნოემბერი, 2007

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის N287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესა­ხებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის N287 გან­კარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კა­ნო­ნის მე-6 მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სა­მეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N93 დადგენი­ლებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდ­ვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს შემად­გენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:


,,უჩა გელაშვილი - საქართველოს ადგილობრივი თვითმმარ­თველობის მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე

ზურაბ გუნცაძე - ფონდ ,,ALPE"-ს დირექტორი

კახა დამენია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

გივი მიქანაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

კახა უშიკაშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის  საფინანსო სამმართველოს უფროსი

სიმონ შაფაქიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

თამარ ხორბალაძე - სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარ­ტა­მენტის პროდიუსერების ჯგუფის აღმასრულებელი პროდიუსერი.".



2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე