საქართველოს მთავრობის განკარგულება №744
28 ნოემბერი, 2007
,,საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ურთიერთდაკავშირების შესახებ" საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ა. ხეთაგურის მიერ 2007 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი თანდართული ურთიერთგაგების მემორანდუმი ,,საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ურთიერთ-დაკავშირების შესახებ".
2. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა, მემორანდუმის პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს თურქეთის მხარის შეტყობინება მემორანდუმის ძალაში შესვ-ლასთან დაკავშირებით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე