საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №743

საქართველოს მთავრობის განკარგულება №743
28 ნოემბერი, 2007

,,საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის N72 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ღონის­­ძიე­ბათა განხორციელების შესახებ" საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 14 თებერვლის N72 განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა რე­გის­ტრაცია (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტუ­რად განსახლების ობიექტების აღრიცხვა დასრულდეს 2008 წლის 1 იანვრამდე.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე