საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №737

საქართველოს მთავრობის განკარგულება №737
24 ნოემბერი, 2007

,,საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის N1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის" გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის N657 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის N1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის" გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის N657 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახ­ლე­ობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნ­ველ­საყოფად საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის N1 განკარგულებით და შესაბამის სასესხო ხელშეკრულებათა პირო­ბების გათვა-ლისწინებით გაცემული სესხისა და შესა­ბამისი სარგებლის სახელმწიფო ბიუჯეტი­სათვის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით:";
ბ) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

,,1. ,,ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგუ­ლი­­რე­ბისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ" საქარ­თველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტე-მბრის N69 ბრძანების, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 10 ოქტომბრის N16 დად­გენილების საფუძველზე შეცვლილი საბაზრო პირობების გათ­ვალისწინებით და ,,საქართველოს ენერგეტიკული სისტე­მისა და მოსახლე-ობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომა­რაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქარ­თველოს მთავ­რობის 2007 წლის 3 იანვრის N1 განკარ­გულების პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 3 იანვრის N1 განკარგულების შესაბამისად შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკისათვის", შპს ,,ყაზტრან­სგაზ-თბი­ლი­სის", შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგე­ტიკული კორპორაციის", სს ,,იტერა-საქართველოსა" და სს ,,ენერ­ჯი-ინვეს­ტისათვის" გაცემული სესხებიდან 2007 წლის 1 ოქტომ­ბრის მდგომარეობით დასაბრუნებელი 100 067 506 ლარი სეს­ხიდან 38 270 423 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარ­ჩეთ ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ხოლო დარჩე-ნილი 61 797 083 ლა­რის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს ,,საქარ­თველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" შემდეგი პირო­ბების გათვალისწინებით:
ა) შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკაზე" რიცხული 12 826 781 ლარი სესხიდან 56 553 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკას", ხოლო 12 770 228 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას";
ბ) შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისზე" რიცხული 56 524 661 ლა­რი სესხიდან 15 123 071 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისს", ხოლო 41 401 590 ლა­რის დაბრუნება გადაეკისროს შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას";
გ) შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორ­­პორაციაზე" რიცხული 16 088 840 ლარი სესხიდან 14 364 394 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს ,,სა­­ქარ­თველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას", ხოლო 1 724 446 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს ,,საქარ­თველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას";
დ) სს ,,იტერა-საქართველოზე" რიცხული 13 862 466 ლა­რი სესხიდან 8 723 391 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარ­ჩეს სს ,,იტერა-საქართველოს", ხოლო 5 139 075 ლარის დაბ­რუნება გადაეკისროს შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გა­ზის კორპორაციას";
ე) სს ,,ენერჯი-ინვესტზე" რიცხული 764 758 ლარი სეს­ხიდან 3 015 ლარის დაბრუ-ნების ვალდებულება დარჩეს სს ,,ენერჯი-ინვესტს", ხოლო 761 743 ლარის დაბრუნება გა­დაე­კის­­როს შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორ­პო­რა­ციას";
ვ) შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკამ", შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბი­ლისმა", შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკუ­ლმა კორ­პორაციამ", სს ,,იტერა-საქართველომ" და სს ,,ენე-რჯი-ინვესტმა" 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ძირითად სესხზე დარიცხული პროცენტი ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა-ე" ქვეპუნქტების შესაბამისად დარჩე-ნილი სესხი და 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარჩენილ სესხზე დარიცხული პროცენტი დაფარონ 2008 წლის 1 იან­ვრამდე;
ზ) შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორა­ციამ" გადაკისრებული სესხი და მასზე 2007 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის შემდეგ დარიცხული პროცენტი დაფაროს 2010 წლის 1 ია­ნ­ვრამდე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და ენერგეტიკის სამინის-ტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგულე­ბის პირობების შესაბამისად უზრუნველყონ შპს ,,მტკვარი-ენერ­გეტიკასთან", შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისთან", შპს ,,სა­ქარ­თვე­ლოს საერ-თაშორისო ენერგეტიკულ კორპორა­ციასთან", სს ,,იტერა-საქართველოსთან", სს ,,ენერჯი-ინვესტ­სა" და შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორა­ციასთან" სათა­ნადო ხელშეკრულებების გაფორმება, რომელთა საფუძველზეც აგრეთვე გაუქმდება საქართვე-ლოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის N1 განკარგულების მიხედვით შპს ,,მტკვარი-ენერგე­ტიკასთან" 2007 წლის 4 იანვარს გაფორ­მებული 0101-8296, შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისთან" 2007 წლის 22 იანვარს გაფორ­მე­ბული 0401-8296, შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგე­ტიკულ კორპორა­ციასთან" 2007 წლის 17 იანვარს გაფორ­მებული 02-03.01-8296, სს ,,იტერა-საქარ­თველოსთან" 2007 წლის 16 იანვარს გაფორმებული 02-02.01-8296, სს ,,ენერჯი-ინვესტ­თან" 2007 წლის 20 აპრილს გაფორმებული 35.04-8296 ხელ­შეკრულებები.
3. ქვეყანაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების სტაბილიზაციის მიზნით შპს ,,საქართველოს ნავ­თო­ბისა და გაზის კორპორაციამ" უზრუნველყოს ბუნე-ბრივი აი­რის რეალიზაცია: სულ ცოტა 143 აშშ დოლარის ეკვი­ვა­ლენ­ტი სა­ქართველოს ეროვნული ვალუტით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე მხარეთა მიერ დადებული ხელშეკ-რულებების შესაბამი­სად, შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკისათვის", სს ,,ენერჯი-ინვესტისა" და სს ,,თბილსრესისათვის" - სულ ცოტა 25 აშშ დოლარის ეკვი­ვა­ლენტი საქართველოს ეროვნული ვალუტით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე მხარეთა მიერ დადებული ხელ­შეკრუ­ლებების შესა­ბამისად ნავთობისა და გაზის ხელშეკ­რულებების საფუძველ­ზე მოპოვებული სახელმწიფოს კუთვნი­ლი წილის მომყოლ (თანამდევ) ბუნებრივ აირზე; ხოლო ყვე­ლა სხვა საბითუმო მიმ­წოდებლებისა და მომხმარებლე­ბისათ­ვის - სულ ცოტა 167 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქარ­თვე­ლოს ეროვნული ვალუტით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე.";
გ) განკარგულების მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე