საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №736

საქართველოს მთავრობის განკარგულება №736
24 ნოემბერი, 2007

ქ. თბილისის მერიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების ქ. თბილისის მერიისათვის მინიჭების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ქ. თბილისის მერიის მიერ განსახორციელებელ ღონის­ძიებათა შეზღუდულ ვადებ-ში განხორციელების უზრუნველ­საყოფად ქ. თბილისის მერიას მიენიჭოს უფლებამოსილე-ბა, რომ ქ. თბი­ლისის ბიუჯეტის სახსრებიდან ქ. თბილისის საკ­რე­ბუ­ლოს 2007 წლის 19 ნოემბრის N12-66 გადაწყვეტილებით მიღე­ბული ცვლილების თანახმად გამოყოფილი თან-ხებით სა­ხელ­მწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპა­რაკების საშუალე-ბით.

2. ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებიდან ქ. თბილისის საკ­რებულოს 2007 წლის 19 ნო-ემბრის N12-66 გადაწყვე­ტი­ლე­ბით მიღებული ცვლილების შესაბამისად გამოყოფილი თან-ხებით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვა განხორციელ-დეს:
ა) ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების (ორგანიზაციული კოდი 01 02 04);
ბ) კეთილმოწყობის სხვადასხვა ღონისძიების (ორგა­ნი­ზა­ციული კოდი 01 02 10);
გ) ქ. თბილისის მერიის სისტემის სხვა ხარჯების (ორგა­ნიზაციული კოდი 01 01 15);
დ) ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის (ორგანი­ზაციული კოდი 12 00);
ე) კულტურის სფეროში სხვადასხვა ღონისძიების (ორგა­ნიზაციული კოდი 01 10 05) უზრუნველყოფასთან დაკავ­შირებულ შესყიდვებზე.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათ­ვალისწი­ნებული წესით სახელმწიფო შესყიდვები განხორ­ციელ­დეს მიმდინარე წლის 26 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე (ჩათვლით).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე