საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №714

საქართველოს მთავრობის განკარგულება №714
21 ნოემბერი, 2007

,,სოციალური მშენებლობა დამხმარე გარემოში" პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის III მას. II მ/რ-ში, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,შვეიცარიის განვითარებისა და დახმარების სააგენტოს" ხელშეწყობით დაგეგმილი სოციალური სახლების მშენებლობისათვის "სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის" ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ "სამგორის" (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ ,,ისნის" (ბოჭორმის ქ. N14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს ,,მართვეს" (ცოტნე დადიანის ქ. N134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 ოქტომბრის N584 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის N23.15.748 დადგენილების გათვა-ლისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბა-მისად საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 ოქტომბრის N584 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და განკარგუ­ლების სათაური, აგრეთვე პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტ­რებ­ში საუკეთესო სავარჯი-შო პირობების შესაქ­მნელად საპრივატიზაციო პროგრამის" ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლი­მპიური მზადების (კომპლექსუ­რი) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალი ,,ისნის" (ბოჭორმის ქ. N14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს ,,მარ­თვეს" (ცოტნე დადიანის ქ. N134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი­სათვის წინა­დადების წარდგენის თაობაზე.
,,1. ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართვე­ლი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლე­ბით გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს ,,დევი­ლაქის" წინადადება და შპს ,,დევილაქს" 165 000 (ას სამოც­დახუთი ათასი) აშშ დოლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს შემდეგი უძრავი ქონება: ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორ­ტის სახეობათა ფილიალ ,,ისანი", მდებარე ბოჭორმის ქ. N14-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01/17/13/42/9) (შენობა - 1300 კვ. მ მიწა - 1339 კვ. მ) და სპორტულ-გამაჯანსა­ღებელი კომპლექსი ,,მართვე", მდებარე ცოტნე დადიანის ქ. N134-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01/12/12/20/04) (მიწა - 16994 კვ. მ და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები.
აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გა­დაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) ინვესტორისათვის გადასაცემი ქონება, მდებარე ბო­ჭორმის ქ. N14-ში, ხდება მისი საკუთრება და ინვესტორს უფლება აქვს გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;
ბ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე ცოტნე დადიანის ქ. N134-ში, ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვესტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეა­ბილი­ტა­ცია N7 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული სპორ­ტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავ­ლობაში;
გ) ინვესტორმა ამ პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტში მოცემული სა­ინვესტიციო ობიექტის აღჭუ-რვა და N1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორ­ციე­ლოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში;
დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგა­დაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა 600 აშშ დოლარის ოდენობით;
ე) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 (სამ) თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;
ვ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორ­მებლად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულე­ბების შესრულე­ბის უზრუნველყოფის მიზნით წარმოადგინოს საბან-კო გარანტია ხელ­შეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტი-ციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5 პროცენტს;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდო­ბის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;
თ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს N2 დანართის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 (ათი) წლის განმავლობაში გასაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი;
ი) ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორი ვალდებუ­ლია ქ. თბილისის მერიაში წარმოადგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთაღრიცხვის გეგმა;
კ) ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის მოთ­ხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეს-რულების შესახებ ანგარიში.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვე­ტილება შპს ,,დევილაქისა-თვის" ბოჭორმის ქ. N14-ში მდებარე ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ ,,ისნის" და ცოტნე დადიანის ქ. N134-ში მდებარე სპორტულ-გამაჯანსა­ღებელი კომპლექს ,,მართვეს" უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე