საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №711

საქართველოს მთავრობის განკარგულება №711
21 ნოემბერი, 2007

ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ" დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქარ­თველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კო­მისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი N22) და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამოირიცხოს ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰექტარი ფართობი, მათ შორის: ქვემო ქართლის რეგიო­ნალური სატყეო სამმართვე­ლოს ბოლნისის სატყეო უბნის (ყოფილი კაზრე-თის სატყეო) N34 კაზრეთის სარეინჯეროს N7 უბნიდან - 3.45 ჰა, N12 უბ­ნიდან - 4.3 ჰა, N13 უბნიდან - 0.3 ჰა.

2. მიწის ფართობის განკარგვის შემთხვევაში მიწის ფარ­­თობის მფლობელმა საქართ-ველოს გა­რემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით შერ­ჩეულ ფართობზე განახორციელოს საკომპენსაციო ტყის განა­შენიანებისა და მოვლის ღო-ნისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე