საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №709

საქართველოს მთავრობის განკარგულება №709
21 ნოემბერი, 2007

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

,,საქართვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთ­დრო­ული ფუ­ლადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ" საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის N22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები­სათვის დაწესებული ერთდრო­ული ფულადი პრემიე­ბის გასაცემად ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 23 400 (ოცდასამი ათას ოთხასი) ლარი, მათ შორის:

- N1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონო­მიკური განვი­თა­რების სამინისტროს გამოეყოს 1 800 (ათას რვაასი) ლარი;

- N2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლე­ბისა და მეც­ნიერების სამინისტროს გამოეყოს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარი;

- N3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფუ­ლა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 3 000 (სამი ათასი) ლარი;

- N4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 7 200 (შვიდი ათას ორასი) ლარი;

- N5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინის­ტროს გამოეყოს 1 600 (ათას ექვსასი) ლარი;

- N6 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 1 800 (ათას რვაასი) ლარი;

- N7 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად სა-ქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოე­ყოს 600 (ექვსა-სი) ლარი;

- N8 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გამოეყოს 3 800 (სამი ათას რვაასი) ლარი.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე