საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №708

საქართველოს მთავრობის განკარგულება №708
21 ნოემბერი, 2007

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯო­ბესების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N225 დადგენილების მე-2 და მე-12 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს რეგიონების (იმერეთის რეგიონისა და სამცხე-ჯავახეთის დარჩენილი ნაწილის) მოსახლეობის ფქვილით უზრუნველყოფისა-თვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გი­ლაური) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 10 050 000 (ათი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ლარი ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სა­ქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესა­ბამისად განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეუფერხებლად შესრულებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საჭირო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი).

4. განკაგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე