საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №707

საქართველოს მთავრობის განკარგულება №707
21 ნოემბერი, 2007

ქ. სიღნაღში არსებული ისტორიული შენობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია ქ. სიღნაღში არსებული ისტორიული შე-ნობების და კულტურული მემ­კვიდ­რეობის დაცვისა და რესტავრაციის, აგრეთვე ადგილობ­რივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობე­ბის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების ხელ­შეწყობის მიზნით სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით შესასრულებელი შემდეგი ღონისძიებების შესახებ:
ა) სკულპტურული კომპოზიციების შესაძენად - 299 760 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდას სამოცი) ლარი;
ბ) გარე განათების სამუშაოების შესასრულებლად - 532 028 (ხუთას ოცდათორმეტი ათას ოცდარვა) ლარი;
გ) ქ. სიღნაღის დასუფთავების უზრუნველსაყოფად ინვენ­ტარისა და ნაგვის გასატანი ტრანსპორტის შესაძენად - 244 258 (ორას ორმოცდაოთხი ათას ორას ორმოცდა თვრამეტი) ლარი;
დ) სკვერების სკამების შესაძენად - 18 400 (თვრამეტი ათას ოთხასი) ლარი;
ე) ქ. სიღნაღში წყლის მრიცხველების დასამონ­ტაჟებლად - 65 580 (სამოცდახუთი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი;
ვ) საშემსრულებლო აზომვებისათვის - 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი.

2. აღნიშნული ღონისძიებების სრულად და მოკლე დროში განხორციელებისათ-ვის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნ­ქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება მიეცეს სიღ­ნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რათა შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე