საქართველოს მთავრობის განკარგულება №706
21 ნოემბერი, 2007
გოდერძი ჩოხელის ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
1. გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და მწერლის, ღირსების ორდენის კავალერის გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, ძეგ-ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფინანსური და-ხმარების გაწევის მიზნით გოდერძი ჩოხელის ოჯახს გამოუყოს 3 000 (სამი ათასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე