საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №705

საქართველოს მთავრობის განკარგულება №705
21 ნოემბერი, 2007

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე

ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2007 წლის ოქტომბერში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებუ­ლების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდა­ჭერის ღონის­ძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნი­ციპალიტეტებსა და თვითმმა-რთველ ქალაქებს გამო­უყოს 576 450 (ხუთას სამოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდა­ათი) ლარი დანართის მიხედვით.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე


საქართველოს მთავრობის
2007 წლის 21 ნოემბრის
N705 განკარგულების
დანართი

მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები თანხა (ლარობით)
ქობულეთის მუნიციპალიტეტი 7,000
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი 310,000
ჭიათურის მუნიციპალიტეტი 15,000
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 36,000
თერჯოლის მუნიციპალიტეტი 5,000
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 2,450
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი 200,000
ცაგერის მუნიციპალიტეტი 1,000
სულ 576,450