საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №704

საქართველოს მთავრობის განკარგულება №704
21 ნოემბერი, 2007

ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სასწრაფო სარემონტო სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების ნებართვის მიცემის თაობაზე

1. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრა­მატული თეატრის შენობა, რომელიც ავარიულ მდგომა­რეობაშია: დაზიანებულია სახურავი, კედლები, მაყურებელთა დარბაზი, საჭიროებს გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს. ამის გამო ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამი­სად ნება დაერთოს ქ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამა­ტუ­ლი თეატრის 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ღირებულების სას­წრაფო სარემონტო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე