საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №703

საქართველოს მთავრობის განკარგულება №703
21 ნოემბერი, 2007

ციტრუსის გადამმუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

ციტრუსის გადამმუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრა­მის - ,,ციტრუსის" გადამმუშავებელი მრეწველობის ხელშე­წყო­ბის ღონისძიებების" დასაფინანსებლად საკრედიტო რე­სურ­სად გამოუ-ყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადა­დების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) უზრუნველყოს:
ა) სესხის მიმღები კომპანიების შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით და მათზე საკრედიტო რესურსად გამოყოფილი თანხის სესხის სახით გაცემა;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სესხის მიმღებ კომპანიებთან სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება.

3. სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 2 (ორი) წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, წლიური 3 (სამი) პროცენტის სარგებლის დარიცხვით. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.

4. სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დადგენილ ვადებში დაბრუნების უზრუნველყოფისათვის სესხი გაიცეს სესხის მიმღები კომპანიების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ.

5. გამოყოფილი სესხის მიზნობრივი გამოყენების კონ­ტრო­ლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. სესხის მიმღებ კომპანიებს სესხის არამიზნო­ბრივად გამოყენების შემთხვევაში დაეკის­როთ პირგასამტეხ­ლო არამიზნობრი-ვად გამოყენებული თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

6. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკა­რიშვილმა.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე