საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №702

საქართველოს მთავრობის განკარგულება №702
21 ნოემბერი, 2007

2008 წლის საახალწლო დღეებთან დაკავშირებით საახალწლო ნაძვის ხეების დამზადების შესახებ

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულებამ - სატყეო დეპარტამენტმა (ზ. ჭეიშვილი) (შემდგომში - სატყეო დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიო­ნალური სატყეო სამ­მარ­თველოს ადიგენის სატყეო უბნის ტერი­ტორიაზე არსებული დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახ­ლების ფიჭვნარ-სოჭნარ და მათ მიმდებარე სოჭნარ კორომებში 1,0 მეტრიდან 2,0 მეტ­რამდე სიგრძის 5 000 (ხუთი ათასი) ცა­ლამდე სოჭის მოზარდის (მიწის გუნდასთან ერთად) ამოსაღებად შეარჩიოს ფართობები იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ტერიტო-რიაზე ხელი არ შეეშალოს სოჭის სახეობის ბუნებრივი განახლების პროცესს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობამ ამ განკარ­გულების პირველი პუნქტის შესაბამისად შერჩეული ტერიტო­რიებიდან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს 1,0 მეტრიდან 2,0 მეტრამდე სიგრძის 5 000 (ხუთი ათასი) ცალამდე სოჭის მოზარ­დის (მიწის გუნდასთან ერთად) ამოღება, შეფუთვა, ტყის მასი­ვიდან გამოტანა, ტრანსპორტირება, თავის სამოქმედო ტერიტო­რიაზე მათი აგროწესების დაცვით შენახვა და საახალწლოდ მათი რეა­ლიზაცია.

3. სატყეო დეპარტამენტმა სოჭის მოზარდის (მიწის გუნდას­თან ერთად) შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით უზრუნ­ველყოს ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ და ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული სოჭის მოზარდის (მიწის გუნდასთან ერთად) ,,ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის" საქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის გაცემა.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობამ 1,0 მეტრიდან 2,0 მეტ­რამდე სიგრძის სოჭის მოზარდის (მიწის გუნდასთან ერთად) ამოსაღებად შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ უზრუნველყოს ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ" საქართველოს კანონით შესაბამისი მერ­ქნული რესურსის სახეობისათვის დადგენილი მოსაკრებლის (სა­მასალე მერქნისათვის დადგენილი მოსაკრებლის) გადახდა თი­თოეულ კუბურ მეტრზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე