საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №701

საქართველოს მთავრობის განკარგულება №701
21 ნოემბერი, 2007

2007 წლის ბოლომდე დაგეგმილ ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

1. 2007 წლის ბოლომდე დაგეგმილ ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფის მი-ზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გა­თვა­ლისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონ­დის ასიგნებათა გაზრდა, რისთვისაც მოიძიოს შესაბამისი თანხები ,,საქართ-ველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე