საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №699

საქართველოს მთავრობის განკარგულება №699
21 ნოემბერი, 2007

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის" გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საახალწლო ღონის­ძიებების ჩასატარებლად გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;
ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას - 10 000 (ათი ათასი) ლარი;
გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 10 000 (ათი ათასი) ლარი;
დ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 10 000 (ათი ათასი) ლარი;
ე) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 10 000 (ათი ათასი) ლარი.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიულ ერთეულებში (ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მა­რტვი­ლის, აბაშის მუნიციპალიტეტები) ზ. გოროზიას.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე