საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №698

საქართველოს მთავრობის განკარგულება №698
21 ნოემბერი, 2007

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,საქართვე­ლოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის" გათვალისწინებული ასიგნებებიდან საახალწლო ღო­ნისძიებების ორგანიზებულად ჩატარებისათვის, კერძოდ საა­ხალ­წლო დეკორაციებისა და მანათობლების შესაძენად გა­მოუ­ყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპა­ლიტეტებს:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმა­სრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარა-კების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ, ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნე­ბულს - გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთე­უ­ლებში (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) მ. სვიმო­ნიშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე