საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №697

საქართველოს მთავრობის განკარგულება №697
21 ნოემბერი, 2007

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის" გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საახალწლო ღონისძიე­ბების ორგანიზებულად გამართვისათვის, კერძოდ, ნაძვის ხისა და სანათი მოწყობილობების შესაძენად გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 30 000 (ოცდაათი ათსი) ლარი;
ბ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
დ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუ­ნებულს - გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეუ­ლებში (ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის მუნიციპალიტეტები) ო. სირაძეს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე