საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N601

საქართველოს მთავრობის განკარგულება N601
27 დეკემბერი, 2006

,,იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისადმი გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ივნისის N246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება ,,იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისადმი გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზ­ღვრისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქარ­თველოს მთავრობის 2006 წლის 8 ივნისის N246 განკარ­გულებაში და განკარგულებით დამტკიცებული იაპონური არასაპროექტო გრანტის (800 მილიონი იაპონური იენი) განა­წილების გეგმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,იაპონური არასაპროექტო გრანტის (800 მილიონი იაპონური იენი) განაწილების გეგმა


იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისადმი გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტი განაწილდეს შემდეგნაირად:


1. ქ. თბილისის მერია - 560 მილიონი იაპონური იენი
მათ შორის:

ქ. თბილისის მეტროპოლიტენის საჭიროებისათვის
შპს თბილისის წყლის საჭირო­ებისათვის -
- 300 მილიონი იაპონური იენი
260 მილიონი იაპონური იენი

2. საქართველოს მუნიციპალური
განვითარების ფონდი
- 240 მილიონი იაპონური იენი


ზემოაღნიშნულ უწყებათა მიერ იაპონური არასაპროექტო გრანტის 2007 წლის 1 მარტამდე აუთვისებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიმუშავებს გრანტის დახარჯვის სხვა ალტერნატიულ ვარიანიტს.".

 

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი