საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N590

საქართველოს მთავრობის განკარგულება N590
22 დეკემბერი, 2006

რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადა­გადაცილებულ საგა­დასახადო და სასესხო დავალიანე­ბათა რესტრუქტუ­რიზა­ციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავ­ლე­ლი კომისიის გადაწყვეტილებისა და ,,საგადასა­ხადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქ­ტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძ­ველზე, ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად შეუწყდეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს: ,,ბათუმი-ინტერპრაისს" (აჭარა), ,,ზაჰესს" (მცხეთა) და სააქციო საზოგადოება ,,ქართულ ჩაის" (თბილისი).

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგადასახადო დეპარტამენტმა (კ. ბაინდურაშვილი) რესტრუქტურიზებული და­ვა­ლიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან ამ საწარმოთა მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინან­სური სანქციები.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი