საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N583

საქართველოს მთავრობის განკარგულება N583
20 დეკემბერი, 2006

ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის შესახებ

1. გერმანიის ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის" მიერ ბავშვთა მკურნა­ლობის აქციისა და კავშირ ,,ჯანმრთელი ბავშვების" სახელზე გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყოს თვითმფრინავის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ,,საქარ­თველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია 2006 წლის 12 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი