საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N556

საქართველოს მთავრობის განკარგულება N556
29 ნოემბერი, 2006

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს მთავრობას (მსესხებელი) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით 17,079,043.17 ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს მთავრობას (მსესხებელი) შორის ბა­თუმ­ში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეა­ბი­ლიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით 17,079,043.17 ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე.

2. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება გერ­მა­ნიის რეკონსტრუქ­ციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს მთავრობას (მსესხებელი) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით 17,079,043.17 ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი