საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N544

საქართველოს მთავრობის განკარგულება N544
15 ნოემბერი, 2006

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის შესა­ბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხურო­შვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლა­მენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკა­ნონმდებ­ლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონ­პროექტი ,,საქარ­თვე­ლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარი­ღია: 05.07.06წ. N1/215).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი