საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N543

საქართველოს მთავრობის განკარგულება N543
15 ნოემბერი, 2006

ქუთაისის სატყეო მეურნეობის ბალანსზე რიცხული ხონის რაიონის სოფელ გორდის დადიანისეული ტყე-პარკის 30 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვისა და ხონის რაიონის სახელმწიფო საკუთრების მიწის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს ხონის რაიონის გამგეობის წინადა­დება (ხონის რაიონის გამგეობის 2006 წლის 5 ივლისის N01-08/10/1 დადგენილება), საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 2006 წლის 18 ივლისის სხდომის რეკომენდაცია (კომისიის სხდომის ოქმი N6) და ქუთაისის სატყეო მეურნეობის ბალანსზე რიცხული ხონის რაიონის სოფელ გორდის დადიანისეული ტყე-პარკის 30 ჰა მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან და ჩაირიცხოს ხონის რაიონის სახელმწიფო საკუთრების მიწის ფონდში.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) ხონის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთად მოახდინოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნატურაში გამიჯვნა, მიღება-ჩაბარება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება.

3. ეთხოვოს ხონის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განახორციელოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული, მისთვის გადაცემული მიწის ფართობის აღრიცხვა და შემდგომი გამო­ყე­ნე­ბის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება მოქმედი კანონმდებ­ლობის თანახმად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი