საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N542

საქართველოს მთავრობის განკარგულება N542
15 ნოემბერი, 2006

სახელმწიფო ტყის ფონდის (ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობიდან) მიწებიდან ფართობის ამორიცხვის და ოზურგეთის რაიონის სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს ოზურგეთის რაიონის გამგეობის წინადადება (ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 12 ოქტომბრის N229 დადგენილება), საქართველოს მიწის გამო­ყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენ­დაცია (კომისიის 2006 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი N10) და ოზურგეთის რაიონის შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობის ზღვისპირის სატყეო უბნის მე-4 კვარტალის ლიტერი N1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 28,8 ჰექტარი მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან და გადაეცეს ოზურ­გეთის რაიონის ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის ორგანოს საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექ­ტების მშე­ნებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესა­ბამისად განკარგვის მიზნით.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) ოზურგეთის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთად მოა­ხდინოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მი­წის ნაკვეთის ნატურაში გამიჯვნა, მიღება-ჩაბარება და შესა­ბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.

3. ეთხოვოს ოზურგეთის რაიონის ადგილობრივი თვით­მმარ­თველობის ორგანოს, განახორციელოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული და მისთვის გადაცემული მიწის ფარ­თობის აღრიცხვა და შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწ­ყვეტილებების მიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი