საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N539

საქართველოს მთავრობის განკარგულება N539
15 ნოემბერი, 2006

,,საქართველო - განახლებადი ენერგორესურსების მოხმარების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზნით" პროექტის საზედამხედველო კომიტეტის შექმნის თაობაზე

1. ,,საქართველო - განახლებადი ენერგორესურსების მო­ხმა­­რების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზ­­ნით" პროექტის დოკუმენტის III ნაწილის (მართვის საკითხები) შესაბამისად შეიქმნას პროექტის საზედამხედველო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:


დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინის­ტრი, საზედამხედველო კომიტე­ტის თავმჯდომარე

პიტერ ბრინკმანი - გერმანიის განვითარების ბანკის პროექტის მენეჯერი

დიმიტრი გვინდაძე - საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის მოადგილე

ზაალ ლომთაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინის­ტრის მოადგილე, კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირი საქართველოში, საზედამხედველო კომიტეტის მდივანი

არჩილ მამათელაშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრის მოადგილე

პიტერ ვან რუისველდტი - საქართველოში გაეროს განვითა­რების პროგრამის მუდმივი წარ­მომადგენლის მოადგილე.



2. კომიტეტმა უზრუნველყოს ,,საქართველო - განახლე­ბა­დი ენერგორესურსების მოხმარების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზნით" პროექტის შესრულების მიმდინა­რეობისა და გათვალისწინებული მიზნების განხორციელების ზედამხედველობა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი