საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N526

საქართველოს მთავრობის განკარგულება N526
08 ნოემბერი, 2006

ლ. გოცირიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინი­ცი­ატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ", ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", ,,საქართველოს საბაჟო კოდექ­სში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ", ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,საქართველოს ადმინის­ტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპრო­ცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ", ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ", ,,საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ", ,,სა­სოფ­ლო სამეურნეო კარანტინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაო­ბაზე", ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ" საქარ­თველოს კანონში ცვლილების შეტა­ნის შესახებ", ,,შეკრე­ბებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,ნარკოტიკული საშუალე­ბების, ფსიქოტროპული ნივთიერებე­ბის, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ", ,,იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ", ,,ფინანსური პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ", «იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ", ,,მოქალაქეთა პოლი­ტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ", ,,სახელმწიფო სპეცი­ალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლი­ლებების შეტანის შესახებ", ,,თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესა­ხებ", ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქარ­თველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ", ,,ინტე­ლექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელ­მწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონ­ში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,საჯარო სამსა­ხურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესა­ხებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ", ,,კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" და ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" სა­ქარ­­თველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდო­­მებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინან­სთა
მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა გოცირიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი