საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N525

საქართველოს მთავრობის განკარგულება N525
08 ნოემბერი, 2006

ლ. გოცირიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,საბაჟო ტარიფის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე", ,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე", ,,საბაჟო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე", ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ", ,,საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე", ,,მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე", ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" და ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა
მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა გოცირიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი