საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N524

საქართველოს მთავრობის განკარგულება N524
08 ნოემბერი, 2006

სსიპ - ენერგოგენერაციის შემდგომი ფუნქციონირებისა და სს ,,ლაჯანურჰესის" რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის საბიუჯეტო ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. ენერგეტიკის აღდგენის პროექტის ფარგლებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის (JBIC) კრედიტით დაფინანსებული ლაჯანურჰესის რეაბილიტაციის პროექტის შესრულების მიმდინარეობისას წარმოქმნილ ვალდებულებათა ფინანსური უზრუნველყოფისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ენერგოგენერაციის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):
ა) ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ენერგეტიკის აღდგენის პროექტის (GRG-P1) ფარგლებში წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების დასაფარავად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ენერგოგენერაციისათვის ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან 33 300 (ოცდაცამეტი ათას სამასი) ლარის გამოყოფა;
ბ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ენერგოგენერაციის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით მისთვის ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან 78 000 (სამოცდათვრამეტი ათასი) ლარის გამოყოფა;
გ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში;
დ) გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საჯარო სამართლოს იურიდიული პირის - ენერგოგენერაციის დასაფინანსებლად საჭირო სახსრები.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი