საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N523

საქართველოს მთავრობის განკარგულება N523
08 ნოემბერი, 2006

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის სასათბურე მეურნეობის მესაკუთრისათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესა­კუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გაცემის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს N351 განკარგულების შესაბამისად ,,საქართველოს 2006 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის გამგეობას დამატებით გამოეყოს 728,7 (შვიდას ოცდარვა ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი ყაზბეგის რაიონის სასათბურე მეურნეობის მესაკუთრის, სო­ფელ არშის მცხოვრების შოთა სერგოს ძე ხულელიძისათვის ფინანსური კომპენსაციის გასაცემად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციე­ლება ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტო­რი­ულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთი­სა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სა­ხელ­­მწიფო რწმუნებულს ვ. მაღლაფერიძეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი