საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N522

საქართველოს მთავრობის განკარგულება N522
06 ნოემბერი, 2006

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსაზღვრული ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის, საპროექტო კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად განსახორციელებელ წინამოსამზადებელ სამუშაოთა შესახებ

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსაზღვრული ხუდო­ნის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის, საპროექტო კვლე­ვისა და გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად განსახორ­ციელებელ წინამოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებისა და შესაბამისი დაფინანსების მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსათვის განსაზ­ღვრული ასიგნებებიდან უზრუნველყოს ხუდონჰესსზე არსებული კომუნიკაციების, გვირაბებისა და შენობა-ნაგებო­ბების აღდგენის სამუშაოთა სახარჯთაღრიცხვო გაან­გა­რიშების შედგენისა და შესაბამის სამუშაოთა შესრულე­ბისათვის საჭირო შესყიდვები.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარ­გლებში ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძ­ველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ და ოპერატიულ ფინან­სურ განწერაში.

3. ეთხოვოს სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, გაითვალისწინოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშ­ნული სამუშაოებისათვის საჭირო შესყიდვებთან დაკავშირე­ბული პროცედურების შემჭიდროებულ ვადებში განხორციე­ლების აუცილებლობა.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორცი­ელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი