საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N517

საქართველოს მთავრობის განკარგულება N517
03 ნოემბერი, 2006

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს საქართველოს მთავრობასა (მიმღები) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით 1,555,645.94 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულება.

2. ,,გრანტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამი­სად განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკ­რულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი