საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N516

საქართველოს მთავრობის განკარგულება N516
03 ნოემბერი, 2006

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით სასესხო ხელშეკრულების დადების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოს მთავრობასა (მსესხებელი) და გერმა­ნიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით 17,079,043.17 ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულების დადების თაობაზე.

2. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს თანხმობა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მთავრობასა (მსესხებელი) და გერ­მა­ნიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით 17,079,043.17 ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულების დადების თაობაზე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი