საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N515

საქართველოს მთავრობის განკარგულება N515
03 ნოემბერი, 2006

საქართველო-სომხეთის 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის მე-4 და მე-5 სხდომებზე და საქარ­თველო-სომხეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის სისტემათაშორისი კავშირის გაფართოებისა და გაძლიერების შესახებ საქართველო-სომხეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბასისად ,,სა­ქარ­თველო-სომხეთის 400 კვ ეგხ"-ის პროექ­ტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოთა დაფინანსების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი):
ა) საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრუ­ლი საერთო ასიგნებებიდან გამოყოს საკრედიტო რესურსად 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი და საქართველოს ენერგე­ტი­კის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სს ,,საქრუსენერ­გოს­თან" სათანადო სასესხო ხელშეკრულება საქართველო-სომხე­თის 400 კვ ეგხ-ის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით გათვა­ლისწინებულ ღონისძიებათა, კერძოდ, 500 კვ ეგხ ,,მუხ­რა­ნის" სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად. საბი­უ­ჯე­ტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ხელშეკ­რულების ხელმოწერიდან 7 წელი, სესხის სარგებლად - წლიური 7-პროცენტიანი განაკვეთი;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარ­გლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადე­ბით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი