საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N514

საქართველოს მთავრობის განკარგულება N514
03 ნოემბერი, 2006

,,ხრამჰესი-2"-ის N2 ჰიდროაგრეგატის სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ელექ­ტრო­ენერგეტიკული სისტემის მდგრა­დო­ბის გაუმჯობესე­ბი­სა და დამატებით სიმძლავრეთა საექ­ს­პლუა­ტაციოდ გადაცემის დაჩქარების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშ­ვი­ლი):
ა) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის N196 განკარგულებით მოწონებული მემორანდუმით ნაკისრ ვალ­დებულებათა განსახორციელებლად უზრუნველყოს საქარ­თ­ველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზ­ღვრული საერთო ასიგნებებიდან ,,ხრამჰესი-2"-ის რეაბილიტაციის პროგრამით დასა­ხულ ღონისძიებათა შესასრულებლად დამატებით 1 720 000 (ერთი მილიონ შვიდას ოცი ათასი) ლარის გამო­ყოფა და ამ თანხის მიმართვა საკრედიტო რესურსად. ამასთან, გაა­ფორმოს შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება სსიპ - ენერგო­გენე­რა­ცი­ასთან ზემოაღნიშ­ნუ­ლი განკარგულებით მოწონებუ­ლი მემო­რანდუმის პირობების შესაბამისად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარ­გლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადე­ბით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში;
გ) საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადებები საქართველოს მთავრო­ბის 2004 წლის 4 დეკემბრის N196 განკარგულებით სსიპ - ენერგოგენერაციისათვის გაცე­მულ 265 000 (ორას სამოცდა­ხუთი ათასი) ლარის სესხზე 2006 წლის 1 ივნისისათვის გადასახდელი 13 139,60 (ცამეტი ათას ას ოცდაცხრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარისა და მასზე ამ განკარგუ­ლების ძალაში შესვლის დღისათვის დარიცხული პირგასამ­ტეხ­ლოს რესტრუქტურიზაციის თაობაზე;
დ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის N196 განკარგულებით სსიპ - ენერგოგენერაციისათვის გაცე­მუ­ლი 265 000 (ორას სამოცდახუთი ათასი) ლარის სესხზე 2006 წლის 1 დეკემბრისათვის გადასახდელი 4 637,50 (ოთხი ათას ექვსას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის სარგებლის გადახდის ვადა გადაიტანოს 2007 წლის 1 ივნისი­სათვის, ანუ სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული მომდევ­ნო გადახდის დღისათვის და შეიტანოს შე­საბამისი ცვლილე­ბები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ - ენერგოგენერაციას შორის 2004 წლის 31 დეკემბერს დადებულ სასესხო ხელშეკრულებაში.

2. სსიპ - ენერგოგენერაციამ უზრუნველყოს ფირმებთან - ,,სიმენსი" და ,,ფრანკო ტოზი" - გაფორმებული დამატებითი კონტრაქ­ტების საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურის რეაბი­ლიტაციისა და შეფმონტაჟის სამუშაოთა შესრუ­ლების მიზ­ნით სათანადო მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოწვევა ,,ხრამჰესი-2"-ის N2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის სამუ­­შაოთა უმოკლეს ვადაში დასამთავრებლად და საექსპლუატა­ციოდ გადასაცემად.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შესრულდა საქართვე­ლოს მთავრობის 2006 წლის 12 ივლისის N341 განკარგუ­ლებით გათვალისწინე­ბული დავალება ,,ხრამჰესი-2"-ის სარეა­ბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად ასიგნებებისა და კრედიტების გამოყოფის თაობაზე, აგრეთვე დასრულდა ავტოტრანს­ფორმატორის 2 ატ-ს მართვისა და დაცვის სისტე­მების გაშვე­ბა-გაწყობის სამუშაოები.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი