საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N513

საქართველოს მთავრობის განკარგულება N513
03 ნოემბერი, 2006

იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტით შეძენილი ქონების ქალაქ თბილისის მერიისათვის გადაცემის თაობაზე

1. იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 10 მარტის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის (300 მლნ იენი) ათვისების მიზნით:
ა) ქალაქ თბილისის მერია (გ. უგულავა) განისაზღვროს იაპონური არასაპროექტო გრანტით შეძენილი ქონების მიმღებ ორგანოდ;
ბ) ქალაქ თბილისის მერიამ უზრუნველყოს აღნიშნული გრანტით შეძენილი ქონების ათვისება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით შექმნილი ,,იაპონური არასაპროექტო გრანტის" ათვისების საკითხთა განმხილველი საკონსულტაციო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ქალაქ თბილისის მერიამ უზრუნველყოს იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 10 მარტის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი