საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N512

საქართველოს მთავრობის განკარგულება N512
03 ნოემბერი, 2006

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) უზრუნველყოს ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებუ­ლი საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხა­ზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის დამატე­ბით 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარის გამოყოფა სოფელ ჩხალთაში მთავრობის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქციის, სოფელ გენწვიშში აეროდრომის კეთილ­მოწყობის სამუშაოებისა და სხვა სარეაბილიტაციო სამუ­შაოთა დასასრულებლად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციე­ლება ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მ. აკიშ­ბაიას.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი